საზოგადოებრივი მაუწყებელი რამდენიმე თანამშრომლის მიმართ დაწყებული დისციპლინური წარმოების შედეგებს აქვეყნებს
საზოგადოებრივი მაუწყებელი რამდენიმე თანამშრომლის მიმართ დაწყებული დისციპლინური წარმოების შედეგებს აქვეყნებს, მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ თანამშრომელთა მცირე ნაწილმა ხელშეკრულებების პირობები, მაუწყებლის თანამშრომელთა ორგანიზაციული სახელმძღვანელოს, ასევე შიდა ლოკალური აქტების მოთხოვნები დაარღვია. საზოგადოებრივი მაუწყებელი იმასაც აღნიშნავს, რომ საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით, ამ თანამშრომლებმა სრულად ამოწურეს დამსაქმებელთან საქმიანი და კონსტრუქციული ურთიერთობის რესურსი, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალურ თანამშრომლობას.
