საქართველოს თავდაცვის მინისტრი რამშტაინის ფორმატში გამართულ რიგით 27-ე, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი რამშტაინის ფორმატში გამართულ რიგით 27-ე, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდა, რომელიც ბელგიის სამეფოში გაიმართა. ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში შეხვედრას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ. სხდომის მონაწილეებმა უკრაინაში შექმნილი ვითარება მიმოიხილეს და უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სასწრაფო მხარდაჭერის საჭიროებებზე იმსჯელეს.
