‘სტარინგ ჯორჯიას“ ფარგლებში, წელს საქართველო უპრეცედენტოდ ბევრ ტურისტს ელოდება
‘სტარინგ ჯორჯიას“ ფარგლებში, წელს საქართველო უპრეცედენტოდ ბევრ ტურისტს ელოდება. მხოლოდ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტისთვის, თბილისს 20 000-მდე ტურისტი ეწვევა, რაც გასული 2 წლის მუსიკალური სეზონის ჯამურ მაჩვენებელსაც კი აღემატება. წელს განსაკუთრებულ ინტერესს ავლენენ მელომანები ევროპის ქვეყნებიდან. გასული 2 წლის მაგალითზე, „სტარინგ ჯორჯიას მიერ გამართული ღონისძიებების ფარგლებში, მხოლოდ უცხოელი ტურისტებისგან მიღებულმა შემოსავალმა 60 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
