ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, "ქრონიკის" კითხვას, ევროპის აუდიტორთა სასამართლოს დასკვნასთან დაკავშირებით, თავს არიდებს და ევროკომისიაში რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაზე მიგვითითებს
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, "ქრონიკის" კითხვას, ევროპის აუდიტორთა სასამართლოს დასკვნასთან დაკავშირებით, თავს არიდებს და ევროკომისიაში რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაზე მიგვითითებს . პასუხს თან დაურთეს შესაბამისი ლინკიც. საუბარია დასკვნაზე, რომელიც ევროკავშირიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გაუმჭვირვალობას ეხება და რომლითაც ირკვევა, რომ 2021-2023 წლებში 7 მილიარდ ევროზე მეტი დაიხარჯა ისე, რომ დაუდგენელია თანხის ჩარიცხვის მიზნები.
