ახალი რეგლამენტის პროექტი, რომელიც საპარლამენტო საქმიანობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს, დეპუტატებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე შალვა პაპუაშვილმა წარუდგინა
ახალი რეგლამენტის პროექტი, რომელიც საპარლამენტო საქმიანობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს, დეპუტატებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე შალვა პაპუაშვილმა წარუდგინა. ცვლილებების თანახმად ორმაგდება ინტერპელაციების რაოდენობა. მინისტრები დეპუტატების კითხვებს ყოველ სასესიო კვირას უპასუხებენ. საკანონმდებლო წინადადების ადრესატი, კომიტეტების ნაცვლად, პარლამენტის თითოეული წევრი იქნება. იცვლება მიდგომები დროებით კომისიებთან მიმართებაშიც.
