მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე
მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით საქართველოს პოზიტიურ როლს . მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკაზეც და თქვა, რომ პრიორიტეტი ევროკავშირში გაწევრიანებაა.
