ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი ხორვატიის და ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი ხორვატიის და ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე, ისაუბრეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე , საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე. რაც შეეხება შეხვედრას ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრთან . საუბრის თემები იყო ვაჭრობის, ინვესტიციების და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობა. საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა აზიაში ურთიერთქმედებისა და ნდობის აღდგენის ზომების კონფერენციის გენერალურ მდივანს.
