ევროკავშირი ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე ტარიფის გაუქმებას არ გამორიცხავს
ევროკავშირი ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე ტარიფის გაუქმებას არ გამორიცხავს. ასევე , ჩინეთთან დაბალანსებული სავაჭრო ურთიერთობების დამყარების ინიციატივით გამოდის ესპანეთის პრემიერ მინისტრი, რომელიც პეკინში იმყოფება. ჩინეთის ლიდერმა სი ძინ პინმა ევროკავშირს მოუწოდა, ერთობლივი ძალებით შეეწინააღმდეგონ ამერიკის მიერ დაწესებულ ტარიფებს. ტრამპის სატარიფო პოლიტიკის საპასუხოდ, პეკინმა ამერიკულ საქონელზე ტარიფი 125 პროცენტამდე გაზარდა
