რუმინეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ აცხადებს, რომ რუმინეთის ხელისუფლებაში მის მოსვლას ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი და ევროპული ბიუროკრატია შეეწინააღმდეგა
რუმინეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ აცხადებს, რომ რუმინეთის ხელისუფლებაში მის მოსვლას ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი და ევროპული ბიუროკრატია შეეწინააღმდეგა. რუმინეთის სასამართლომ მას არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირება აუკრძალა, მანამდე კი ის არჩევნები გააუქმა, რომელშიც ჯორჯესკუმ გაიმარჯვა. ამერიკელ ჟურნალისტთან ტაკერ კარსონთან საუბრისას , ჯორჯესკუმ განაცხადა, რომ მისი ჩამოშორების მიზეზი ნატოს პოზიციას უკავშირდება. ალიანს რუმინეთიდან ევროპის ომში ჩათრევა და მესამე მსოფლიო ომის დაწყება სურდა.