ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ჩინოსანი მაიკ ბენცი აცხადებს, რომ ამერიკის საგარეო უწყება, ცენტრალური დაზვერვა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და USAID-ის დახმარებით, სხვადასხვა სახელმწიფოში ფერად რევოლუციებს აწყობდნენ
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ჩინოსანი მაიკ ბენცი აცხადებს, რომ ამერიკის საგარეო უწყება, ცენტრალური დაზვერვა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და USAID-ის დახმარებით, სხვადასხვა სახელმწიფოში ფერად რევოლუციებს აწყობდნენ. ხელისუფლების ცვლილების მიზანი კი, ისეთი პოლიტიკოსების ხელისუფლებაში მოსვლა იყო, რომელთა ხელითაც შეძლებდნენ ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკური თუ სამხედრო პოზიციის შეცვლას. მაიკ ბენცი ფერადი რევოლუციების მოწყობის სცენარზეც საუბრობს, რომელიც ქვეყნიდან ქვეყანაში მეორდება და მათ პოლიტიკურად ან ეკონომიკურად დაინტერესებული ადამიანები ან ორგანიზაციები აფინანსებენ. მაგალითად კი, ჯორჯ სოროსის ფონდს ასახელებს. ბენცი მიიჩნევს, რომ ხავერდოვანი რევოლუციების სცენარს ახლაც იყენებენ ევროპასა და ამერიკაში დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგე დემოკრატები.
