ევროპა ლიგის მეოთხედ ფინალში გიორგი მიქაუტაძის „ლიონის“ და "მანჩესტერ იუნაითედის" შეხვედრა ორით ორი დასრულდა
ევროპა ლიგის მეოთხედ ფინალში გიორგი მიქაუტაძის „ლიონის“ და "მანჩესტერ იუნაითედის" შეხვედრა ორით ორი დასრულდა. ანგარიში 26-ე წუთზე ტიაგო ალმადამ გახსნა, პირველი ტაიმის კომპენსირებულ წუთზე მანჩესტერელებმა წონასწორობა ლენი იოროს გოლით აღადგინეს. ბოლო, მეხუთე დამატებით წუთზე, მიქაუტაძემ კარში დაარტყა, ანდრე ონანამ ბურთი მოიგერია და დამატებაზე რაიან შერკიმ გაიტანა, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა, და არაერთი მომენტი შექმნა.