ამერიკის შეერთებული შტატები 12 აპრილს ირანთან ბირთვულ პროგრამაზე პირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავს
ამერიკის შეერთებული შტატები 12 აპრილს ირანთან ბირთვულ პროგრამაზე პირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავს. შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და ირანის მაღალი რანგის ოფიციალური პირის შეხვედრა შაბათს, ომანში გაიმართება. მოლაპარაკებების დაწყების შესახებ განცხადება შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კაბინეტის სხდომაზე გააკეთა და პოზიტიური შედეგის იმედი გამოთქვა.
