კახეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 3 ადამიანი დააკავა
კახეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 3 ადამიანი დააკავა. სამართალდამცველებმა დაკავებულთა საცხოვრებელი სახლებიდან და სპეციალურად მოწყობილი სათბურებიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მცენარე "კანაფი" ამოიღეს. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
