თბილისში აბრეშუმის გზის საგადასახადო ფორუმი გაიმართა
თბილისში აბრეშუმის გზის საგადასახადო ფორუმი გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ფინანსთა მინისტრმა და საერთაშორისო საგადასახადო და საინვესტიციო ცენტრის პრეზიდენტმა. ფორუმზე იმსჯელეს საგადასახადო და ეკონომიკური პოლიტიკის, ასევე მონაცემთა გაციფრულების, ინვესტიციებისა და საერთაშორისო გამოწვევების საკითხებზე. „აბრეშუმის გზის საგადასახადო ფორუმს“ 100-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. მიზანი თანამშრომლობის განვითარებაა.
