თურქეთში ანტალიის დიპლომატიის ფორუმში პრემიერ მინისტრი საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მონაწილეობს
თურქეთში ანტალიის დიპლომატიის ფორუმში პრემიერ მინისტრი საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მონაწილეობს. ირაკლი კობახიძე დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში, სახელწოდებით -,,პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში’’. ანტალიის ფორუმს მსოფლიო ლიდერები, მეცნიერები, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებიან. განიხილება დიპლომატიის როლი და ამ კუთხით არსებული გამოწვევები.
