რძის პროდუქტების უსაფრთხოება
სურსათის ეროვნულ სააგენტოში რძის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან და ასოციაციების წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მასში სექტორის 40-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. ყურადღება გამახვილდა კონტროლის მექანიზმებზე. ითქვა ისიც, რომ აქტიურად მიმდინარეობს ნედლი რძის კვლევა სხვადასხვა მაჩვენებელზე. სურსათის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს მუდმივ მონიტორინგს იმისათვის, რომ ბაზარზე გატანილი სურსათი იყოს სანდო, უსაფრთხო და უვნებელი
