ჩავარდნილი სცენარი
ევროსაბჭოს მორიგი რეზოლუცია, რომელშიც ახალი არაფერია და რადიკალური ოპოზიციის ინტერესებს უფრო ემსახურება, ვიდრე რეალურ პოლიტიკას. დოკუმენტი, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიღო, გმობს ოჯახური ღირებულებების კანონის, გამჭვირვალობის კანონმდებლობის მიღებას, ასევე საგამოძიებო კომისიის შექმნას და „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულების გამოძიებას. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ რეზოლუცია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გადარჩენას ისახავს მიზნად. თავისი შინაარსით ეს რეზოლუციაც რამდენიმე თვის წინ მიღებული დოკუმენტის ანალოგია და გზავნილებს თითქმის უცვლელად იმეორებს. მნიშვნელოვანია ერთი დეტალიც. ევროსაბჭოში საგანგებოდ ჩასული რადიკალების მცდელობა, ორგანიზაციიდან საქართველოს გარიცხვისთვის მიეღწიათ, წარუმატებელი გამოდგა
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
