პარლამენტის თავმჯდომარე 9 აპრილის მემორიალთან განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას შვედეთის საელჩოს აკისრებს და დიპლომატიური წარმომადგენლობისგან პასუხს ელოდება
პარლამენტის თავმჯდომარე 9 აპრილის მემორიალთან განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას შვედეთის საელჩოს აკისრებს და დიპლომატიური წარმომადგენლობისგან პასუხს ელოდება. შალვა პაპუაშვილის თქმით, პროცესს ორგანიზებას უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები უწევდნენ. ქრონიკამ შვედეთის საელჩოს წერილობით მიმართა, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას დიპლომატიური წარმომადგენლობა მის მიერ დაფინანსებული არასამთავრობოების ქმედებებზე. ანალოგიური შინაარსის წერილით მივმართეთ ევროკავშირის წარმომადგენლობასაც. გარდა ამისა, ველოდებით პასუხს ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიის საელჩოებისგან - გმობენ თუ არა რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებულ მოვლენებს
