გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ სანქციები დაუწესა გიორგი გაბიტაშვილს, შალვა ბედოიძეს, მირზა კეზევაძესა და კარლო კაციტაძეს
გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ სანქციები დაუწესა გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძესა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს. ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სანქცირების საფუძვლად მითითებულია, რომ ეს პიროვნებები პასუხისმგებლები არიან, ან იყვნენ ადამიანის უფლებების დარღვევაზე
