ევროკომისიის პრეზიდენტი ტარიფების ამოქმედების დაპაუზების შესახებ ამერიკის 47-ე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმება
ევროკომისიის პრეზიდენტი ტარიფების ამოქმედების დაპაუზების შესახებ ამერიკის 47-ე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმება. ურსულა ფონ დერ ლაიენმა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გლობალური ეკონომიკის სტაბილურობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა. ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა ვაშინგტონს ტარიფების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყება კიდევ ერთხელ შესთავაზა. ევროკავშირი ამერიკას ურთიერთ ნულოვანი ტარიფის დაწესებას სთავაზობს, თუმცა ეს იდეა დონალდ ტრამპმა ორი დღის წინ უარყო.
