შალვა პაპუაშვილი მიხაილ გალერის საბჭოთა მიდგომაში ადანაშაულებს
შალვა პაპუაშვილი მიხაილ გალერის საბჭოთა მიდგომაში ადანაშაულებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, როდესაც ევროპარლამენტის წევრებს უჩნდებათ იდეები, რომ მათთვის პოლიტიკურად მიუღებელ ჯგუფებს ან ადამიანებს ქონება ჩამოართვან, ეს სხვა არაფერია, თუ არა საბჭოთა აზროვნება.
