პარლამენტის თავმჯდომარე 9 აპრილის მემორიალთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
პარლამენტის თავმჯდომარე 9 აპრილის მემორიალთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე თავდასხმებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები უწევდნენ ორგანიზებას. პირველი კანონმდებელი პროვოკაციების მოწყობაში პასუხისმგებლობას შვედეთის საელჩოს აკისრებს და დიპლომატიური წარმომადგენლობისგან პასუხს ელოდება. ქრონიკამ შვედეთის საელჩოს წერილობით მიმართა, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას დიპლომატიური წარმომადგენლობა მის მიერ დაფინანსებული ენჯეოს ქმედებებზე. ანალოგიური შინაარსის წერილით მივმართეთ ევროკავშირის წარმომადგენლობასაც. გარდა ამისა, ველოდებით პასუხს ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიის საელჩოებისგან - გმობენ თუ არა რუსთაველის გამზირზე გუშინ განვითარებულ მოვლენებს.
