პრემიერ-მინისტრი თურქეთში, ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
პრემიერ-მინისტრი თურქეთში, ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება 11-13 აპრილს გაიმართება. ფორუმის მთავარი თემაა „დიპლომატიის აღდგენა ფრაგმენტულ სამყაროში“ და ის უკვე მეოთხედ იმართება. ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე შეკრებილი მსოფლიო ლიდერები, პოლიტიკოსები, მეცნიერები, ბიზნესის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დიპლომატიის წინაშე მდგარ გამოწვევებს განიხილავენ. იმსჯელებენ დიპლომატიის როლსა და ძირითად პრინციპებზე, კონფლიქტების მოგვარების ინსტრუმენტებსა და მედიაციის სტრატეგიაზე. ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მაკა ბოჭორიშვილთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.
