პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია სხდომაზე გიორგი გახარიას იბარებს
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია სხდომაზე გიორგი გახარიას იბარებს. თეა წულუკიანის განცხადებით, საუბარია 20 ივნისის საქმეზე. გარდა ამისა, კომისია საქმიანობის ვადის ერთი თვით გახანგრძლივებას გეგმავს. შესაბამისი თხოვნით საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ. საბოლოო დასკვნას კომისია საშემოდგომო სესიის პირველივე კვირას წარმოადგენს.
