საგამოძიებო კომისიის წევრებმა როინ შავაძის მკვლელობის საქმე განიხილეს
საგამოძიებო კომისიის წევრებმა როინ შავაძის მკვლელობის საქმე განიხილეს. აგვისტოს ომის მებრძოლის მძიმე ისტორია დეპუტატებს შავაძის მეუღლემ უამბო. სერჟანტი სასტიკად აწამეს, მოკლეს, ახლობლებს კი გლოვის უფლებაც არ მისცეს. ციცინო შავაძემ დღეს გაიხსენა მუქარა და წნეხი, რომელსაც ის და მისი ოჯახის წევრები ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის წარმომადგენლებისგან განიცდიდნენ.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
