ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ შეერთებულ შტატებს 50 მილიარდამდე დოლარის ღირებულების შეიარაღების შესყიდვის შესახებ წინადადებით მიმართა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ შეერთებულ შტატებს 50 მილიარდამდე დოლარის ღირებულების შეიარაღების შესყიდვის შესახებ წინადადებით მიმართა. „დამატებით პაკეტთან დაკავშირებით ამერიკულ მხარეს უკვე მივმართეთ. დახმარების ახალი პაკეტი უფასოდ არ გვითხოვია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობისათვის, უკრაინა ამ დრომდე იღებს ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებულ სამხედრო დახმარებას.
