"ფაქტ-მეტრის" აბსურდი
კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული მედია პლატფორმები, რომლებიც ტყუილის გავრცელებას ემსახურებიან - მმართველი გუნდი “ფაქტ ჩეკს” ამხელს. საუბარია მამუკა მდინარაძის ვრცელი განცხადებიდან ამოგლეჯილ ციტატაზე, სადაც ვკითხულობთ: საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 2008-ა წლის აგვისტოს ომის დროს ცეცხლის გახსნის ბრძანება სააკაშვილმა გასცა”. სააკაშვილის რეჟიმის ჩინოსნების მიერ დაფუძნებულმა ორგანიზაციამ დაასკვნა, რომ მდინარაძის ეს განცხადება ტყუილია, რადგან ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის აქამდეც ცნობილი იყო. მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ორგანიზაცია, რომელიც სხვა ფაქტჩეკერების მსგავსად, სოციალურ ქსელებში თავისუფალი აზრის გავრცელებას უშლიდა ხელს, ახლა კიდევ უფრო მეტ აბსურდშია გადასული.

სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები