საქართველოს საკითხი ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტზე
საქართველოს საკითხი ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტზე - ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ, საქართველოს მიმართ ბრიუსელის პოლიტიკა მწვავედ გააკრიტიკა. ევროდეპუტატი რასა იუკნევიჩიენეს რეზოლუციას გამოეხმაურა და უცხოური ჩარევის შესახებ ისაუბრა. ანდრაშ ლასლო ამბობს, რომ თუ ევროპას საქართველოსთან რეალური პარტნიორობა სურს, მოლაპარაკება არჩეულ მთავრობასთან უნდა დაიწყონ. სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტარი დანილო დელა ვალეც, რომელიც აცხადებს, რომ ბრიუსელს პატივი უნდა ეცა არჩევნების შედეგებისთვის. ევროპარლამენტარი საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობების აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მათ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა სჭირდებათ.
