ილჰამ ალიევის განცხადებით, არჩევნების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის ნათელი მაგალითია
ილჰამ ალიევის განცხადებით, არჩევნების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. ახალ მსოფლიო წესრიგთან დაკავშირებით გამართულ საერთაშორისო ფორუმზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შუა დერეფნის განვითარებაში საქართველოსა და აზერბაიჯანის უმნიშვნელოვანეს როლზე ისაუბრა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენიც გააკრიტიკა, ვინაიდან ალიევის განცხადებით, ევროკომისიის პრეზიდენტმა გასულ კვირას შუა დერეფნის შესახებ საუბრის დროს საქართველო არ ახსენა.
