პრემიერის განცხადება
კანონპროექტი რომელიც უცხოური დონორის მიერ გრანტის გაცემის წესს არეგულირებს უპირისპირდება არა გრანტს არამედ სიძულვილს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, არავის ექნება საშუალება, გრანტებისა და „ენჯეოების“ მეშვეობით, საქართველოში ხელოვნურად დათესოს სიძულვილი.
