9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულებს პატივი მიაგეს ქუთაისში
9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულებს პატივი მიაგეს ქუთაისში. ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა მათი სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მერაბ კოსტავას ძეგლი გვირგვინით შეამკეს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და პარლამენტის წევრმა ზაზა ლომინაძემ