ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, მამაკაცი, რომელსაც დონალდ ტრამპის მოკვლა სურდა თავდასხმამდე ერთი თვით ადრე უკრაინაში ტანკსაწინააღმდეგო ნაღმმტყორცნისა და საზენიტო რაკეტის ყიდვას ცდილობდა
ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, მამაკაცი, რომელსაც დონალდ ტრამპის მოკვლა სურდა, თავდასხმამდე ერთი თვით ადრე უკრაინაში ტანკსაწინააღმდეგო ნაღმმტყორცნისა და საზენიტო რაკეტის ყიდვას ცდილობდა. გამოძიებამ მოიპოვა რაიან რუთის მიმოწერა უკრაინელთან, სადაც ის უკანონო გზით იარაღის ონლაინ ყიდვას გეგმავდა. რუთი ტრამპზე თავდასხმას, 2024 წლის ივლისში ფლორიდაში გოლფ კლუბში შეეცადა. უშედეგო გასროლის შემდეგ ის დააკავეს.
