ესპანეთი ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს ჩინეთთან ურთიერთობას გადახედონ
ესპანეთი, ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს ჩინეთთან ურთიერთობას გადახედონ. როგორც პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა აღნიშნა, გლობალურ ვაჭრობაში დონალდ ტრამპის მიერ გადადგმული ნაბიჯის შემდეგ ევროპული გაერთიანება ახალი სავაჭრო პარტნიორების მოსაძებნად მზად უნდა იყოს. სანჩესის თქმით, ევროპამ ჩინეთთან მიმართებაში დამოკიდებულება უნდა შეცვალოს. რამდენიმე დღეში პედრო სანჩესი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავა, სადაც პრეზიდენტ სი ძინ პინს შეხვდება.
