"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების ყოფილი ლიდერები საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების დისკრედიტაციასა და მიხეილ სააკაშვილის დაცვას ყალბი ნარატივებით ცდილობენ
"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების ყოფილი ლიდერები საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების დისკრედიტაციასა და მიხეილ სააკაშვილის დაცვას ყალბი ნარატივებით ცდილობენ. საუბარია მამუკა მდინარაძის განცხადებაზე, სადაც თქვა, რომ 2008 წლის აგვისტოს, ომის დროს ცეცხლის გახსნის ბრძანება სააკაშვილმა გასცა. ვრცელი კომენტარიდან ფაქტ ჩეკმა ეს ციტატა ამოიღო და დაასკვნა, რომ მდინარაძის განცხადება ტყუილია, რადგან მათივე განმარტებით, ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის აქამდეც ცნობილი იყო და საგამოძიებო კომისიას ფაქტი პირველად არ დაუდგენია. ქრონიკა დაუკავშირდა ორგანიზაციას, თუმცა კითხვაზე პასუხს არ გვცემენ.
