რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ცხრა აპრილის ტრაგედია მიზანმიმართული პროვოკაციებისთვის გამოიყენეს
რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ცხრა აპრილის ტრაგედიაც და უახლეს ისტორიაში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი დღე, მიზანმიმართული პროვოკაციებისთვის გამოიყენეს. პატივით შეეგებნენ დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებს, მმართველი გუნდის წევრს კი, შეურაცხყოფა მიაყენეს. დაუპირისპირდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსაც და ყველას , ვინც მათ რადიკალურ მიზნებს არ იზიარებს. მუშაობაში ხელს უშლიდნენ იმედის გადამღებ ჯგუფსაც.