საგარეო საქმეთა მინისტრი, დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრი, დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. ღონისძიება, რომელიც საბერძნეთში იმართება წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, სადაც მსოფლიო ლიდერები, პოლიტიკოსები და ექსპერტები გლობალურ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. ფორუმის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვა, სამუშაო სესიაზე შავი ზღვის გაზრდილი რეგიონული და გლობალური როლის შესახებ, ასევე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, სადაც იმსჯელებენ საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ევროკავშირის გაფართოების და დაკავშირებადობის იდეის განხორციელების პროცესში.
