საპროტესტო აქცია 9 აპრილის მემორიალთან აგრესიითა და პროვოკაციით მიმდინარეობს
9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა - დღე როცა ეროვნულ იდეას ქვეყანაში 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა, 16 წლის გოგონა. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ეს დღეც მიზანმიმართული პროვოკაციებისთვის გამოიყენეს. დაპირისპირების და ქაოსის შექმნის მცდელობაზე უარი არ თქვეს. პატივით შეეგებნენ დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებს, მმართველი გუნდის წევრს კი, შეურაცხყოფა მიაყენეს. დაუპირდაპირდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსაც.