სტუდენტების აქცია იტალიაში
იტალიის 30-ზე მეტ ქალაქში ევროკავშირის გადაიარაღების გეგმისა და ომის წინააღმდეგ სტუდენტების მასშტაბური დემონსტრაციები გაიმართა. აქტივისტების განცხადებით, ბრიუსელმა და ცალკეულმა ევროპულმა სახელმწიფოებმა ფინანსები არა ომისთვის, არამედ განათლების სისტემის გასაუმჯობესებლად უნდა გამოიყენონ. იტალიის დიდ ქალაქებში დემონსტრაციები განსაკუთრებით ხმაურიანი იყო.
სიუჟეტის ავტორი: გვანცა ფოცხვერია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
