ფაქტებში დაკარგული „ფაქტ-მეტრი“
სიცრუედ წარმოჩენილი ამბავი, რომელიც თურმე ისედაც ცნობილი იყო. უმრავლესობის ლიდერი ფაქტ-ჩეკის ინფორმაციას ეხმიანება. ვებ-გვერდზე წერია, რომ ტყუილია მამუკა მდინარაძის განცხადება, რომლის თანახმად, „საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ ცეცხლის გახსნის ბრძანება სააკაშვილმა გასცა“. თუმცა იქვე, ფაქტ ჩეკი აღნიშნავს შემდეგს: „რეალურად, აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოებისთვის აქამდეც ცნობილი იყო და თეა წულუკიანის დროებით საგამოძიებო კომისიას აღნიშნული ფაქტი პირველად არ დაუდგენია“.