მიიღებს თუ არა ოპოზიცია მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, ეს გარე დავალებებზეა დამოკიდებული
მიიღებს თუ არა ოპოზიცია მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, ეს გარე დავალებებზეა დამოკიდებული - ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია გარე ძალების მიერ მიღებული დირექტივების შესაბამისად იმოქმედებს. რაც შეეხება შანსებს, თბილისის მერის თქმით, არჩევნებში ოპოზიციის შანსი ნულოვანია.
