ევროკავშირის აუდიტის დასკვნა იმის დასტურია, რომ თანხების გამოყენება ძალადობრივი საპროტესტო აქციების მოსაწყობადაც ხდებოდა
ევროკავშირის აუდიტის დასკვნა იმის დასტურია, რომ თანხების გამოყენება ძალადობრივი საპროტესტო აქციების მოსაწყობადაც ხდებოდა - ეს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებაა. შალვა პაპუაშვილი ამ კონტექსტში პარალელს ავლებს საქართველოსთან. დოკუმენტის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე სხვადასხვა სფეროში 2021 – 2023 წლებში 7 მილიარდ ევროზე მეტი დაიხარჯა. სკანდალური დასკვნის თანახმად, დაუდგენელია თანხის ჩარიცხვის მიზნები, ასევე უცნობია, კონკრეტულად, რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები იღებდნენ დაფინანსებას.
