საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლის, რევაზ ნადარაიას ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლის, რევაზ ნადარაიას ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო. ღონისძიებას ესწრებოდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები. რევაზ ნადარაია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ დაინიშნა.
