მარკო რუბიოს განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტში მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პოლიტიკის მიხედვით თანამშრომლების დაქირავება დასრულდა
მარკო რუბიოს განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტში მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პოლიტიკის მიხედვით თანამშრომლების დაქირავება დასრულდა. როგორც სახელმწიფო მდივანმა „იქსის“ პირად გვერდზე აღნიშნა, წინა ადმინისტრაციის პირობებში, საერთაშორისო მასშტაბით, დიპლომატიურ სამსახურებში თანამშრომლების 20 პროცენტი სწორედ ამ პრინციპით იყო აყვანილი. შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის გამოძიების თანახმად, ეს თანამშრომლები სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიურ სამსახურებში მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პოლიტიკის გატარებაზე აქტიურად მუშაობდნენ. პირველი დიპლომატის განმარტებით, ახლა თანამშრომლების ამ ნიშნით შერჩევა დასრულდა და პროცესი სრულად ადამიანის დამსახურებაზე იქნება დაფუძნებული.
