„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, ილონ მასკმა დონალდ ტრამპს მსოფლიოს უმეტესი ქვეყნისთვის დაწესებული ტარიფების გაუქმება პირადად სთხოვა
„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, ილონ მასკმა დონალდ ტრამპს მსოფლიოს უმეტესი ქვეყნისთვის დაწესებული ტარიფების გაუქმება პირადად სთხოვა. გამოცემას წყარომ უთხრა, რომ ამერიკელი მილიარდერის მცდელობა უშედეგო იყო. ამერიკის პრეზიდენტმა ილონ მასკის თხოვნა არ გაითვალისწინა. „ბლუმბერგი“ წერს, რომ ტრამპის ტარიფების გამო ილონ მასკმა მილიარდობით დოლარი დაკარგა. გამოცემა ირწმუნება, რომ იზარალეს სხვა ამერიკელმა მილიარდერებმაც, საფონდო ბირჟების ვარდნის გამო, თითოეულმა მათგანმა რამდენიმე საათში თითქმის 10 მილიარდი დაკარგა.
