ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ერდოღანთან კარგი ურთიერთობები აქვს და მზად არის საჭიროების შემთხვევაში ისრაელსა და თურქეთს შორის შუამავლის როლი შეასრულოს
დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ერდოღანთან კარგი ურთიერთობები აქვს და მზად არის საჭიროების შემთხვევაში ისრაელსა და თურქეთს შორის შუამავლის როლი შეასრულოს. ამასთან, ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტს ძლიერი და ჭკვიანი ლიდერი უწოდა და აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით თურქეთი სირიაში ძლიერი პოზიციით მოქმედებს.
