დონალდ ტრამპმა ტარიფებთან დაკავშირებით ევროკავშირის შეთავაზება უარყო
დონალდ ტრამპმა ტარიფებთან დაკავშირებით ევროკავშირის შეთავაზება უარყო. ამერიკის პრეზიდენტი სამრეწველო პროდუქციასა და ავტომობილებზე ნულოვანი ტარიფების დაწესების შესახებ ევროკავშირის ინიციატივას არ იზიარებს. ტრამპის თქმით, ამერიკა ევროკავშირისგან 350 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელს ყიდულობს, ამიტომ სავაჭრო დეფიციტის დასაფარავად ბრიუსელს ამერიკული ენერგო მატარებლების იმპორტის გაზრდა მოუწევს. შეერთებულმა შტატებმა ევროკავშირის საქონელს 20 პროცენტიანი ტარიფები დაუწესა. 25 პროცენტიანი გადასახადია განსაზღვრული ავტომობილების იმპორტზე.
