თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა და პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა
20 000 ლარიანი გირაო და ქვეყნის დატოვების შეზღუდვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა და პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. ირაკლი ოქრუაშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, დაბარების მიუხედავად, არ მივიდა.
