დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა შიდა ქართლის რეგიონში გაასაღა ყალბი 50 და 100 დოლარიანი კუპიურები, საერთო ჯამში, 5 000 აშშ დოლარის ოდენობის. ყალბი ფული სრულად ამოღებულია. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.
