თბილისის საქალაქო სასამართლო ირაკლი ოქრუაშვილის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო ირაკლი ოქრუაშვილის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს. ოქრუაშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, დაბარების მიუხედავად, არ გამოცხადდა. მას ბრალი წარედგინა. პროკურატურა ირაკლი ოქრუაშვილისთვის 20 ათას ლარიან გირაოს ითხოვს. დაცვის მხარე შუამდგომლობას არ ეთანხმება.
