ხარების დღესასწაული
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ტაძრებში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია შესრულდა. ხარება ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. წმინდა სახარების მიხედვით, ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი. დღესასწაულთან დაკავშირებით, დიდმარხვის ეს დღე მორწმუნეთათვის თევზით ხსნილია. დიდმარხვა წელს 3 მარტს დაიწყო და 20 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.
